მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მბაპეს 20 წლის მესიზე ბევრად უკეთესი სტატისტიკური მაჩვენებლები აქვს

მბაპეს 20 წლის მესიზე ბევრად უკეთესი სტატისტიკური მაჩვენებლები აქვს

20 წლის ასაკში, კილიან მბაპე ფეხბურთის სუპერვარსკვლავად თითქმის უკვე ჩამოყალიბებულია. გასაკვირი არ იქნება, რამდენიმე წელიწადში ის მსოფლიოს მოქმედ საუკეთესო ფეხბურთელად განიხილებოდეს და შესაბამისად, ახლა მას მის ასაკში მყოფ ლიონელ მესის ხშირად ადარებენ. 

Marca-მ “პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელის და 20 წლის მესის გოლების რაოდენობა შეადარა და აღმოჩნდა, რომ ფრანგ ფეხბურთელს ბევრად უკეთესი მაჩვენებელი აქვს. “მონაკოში”, პსჟ-სა და საფრანგეთის ნაკრებში მბაპეს ანგარიშზე 96 შედეგიანი დარტყმაა, როცა მესის ამ დროს მხოლოდ 30 ჰქონდა. ჩემპიონთა ლიგაზე, კილიანს 14 გოლი აქვს, არგენტინელს კი – 11. ამას ისიც ემატება, რომ მბაპეს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში აქვს გატანილი. 

თუმცა, აღსანიშნავია, რომ ამ ორი ფეხბურთელის სტილი ერთმანეთისგან საკმაოდ განსხვავებულია და მათი მხოლოდ გოლების რაოდენობით შედარება ვერაფერს გადაწყვეტს, თანაც, გუნდების დონის გათვალისწინებით, ლა ლიგის ბომბარდირობასთან შედარებით, ფრანგულ ლიგა 1-ში გატანა აშკარად უფრო ადვილია. 

ნებისმიერ შემთხვევაში, ფაქტია, რომ მბაპეს უდიდესი მომავალი აქვს, მაგრამ რამდენად მართებული იქნება მისი “ბარსელონას” კაპიტანთან შედარება – ამას დრო გვიჩვენებს. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (23)

  • jigliga
    schedule 27 აპრ 2019, 15:39

    ციტატა: Futbol Club Barcelona

    ციტატა: jigliga
    საფრანგეთის მოგებულ მსოფლიო ჩემპიონატს ვერ აგვიქვამ როგორც საფრანგეთის ტიტულად როცა ნაკრები 90% სხვა ეროვნების წარმომავლობიდგან შედგება მესის რო ესპანეთის ნაკრებში ეთამაშა რამდენჯერ მოიგებდა მსოფლიოს?


    რა შუაშია? ყველა ფრანგია. ზანგი ო არ ნიშნავს რომ ფრანგი არაა


    😀 ისე არიან ფრანგები როგორც მე

  • messi and iniesta
    schedule 26 აპრ 2019, 16:53

    აშკარაა რომ მბაპე მესის წასვლის შემდეგ საუკეთესო იქნება და თავის თავს ყველა დროის 10 ფეხბურთელში შევა

  • Albicelecte
    schedule 26 აპრ 2019, 16:05

    მპაბე 180 მილიონად იყიდეს, პსჟ-მ
    მესი არასდროს გაყიდულა და ბარსას აღზრდილია

    მპაბეს უფრო კიჭა-რონალდოს მსგავსი კარიერა აქვს