“ბარსელონას” ბრაზილიელ ფორვარდს, მალკომს, გუნდის ზაფხულში დატოვება სურს, იტყობინება ESPN.
წყაროს ცნობით, ბრაზილიელი მისი სათამაშო დროით უკმაყოფილოა. მან, ლა ლიგაში, მხოლოდ 3 შეხვედრა ჩაატარა სასტარტო შემადგენლობაში. გუნდის მთავარ მწვრთნელს, ერნესტო ვალვეერდეს, მალკომის “ბარსელონაში” ტრანსფერზე თანხმობა არ განუცხადებია, რადგან ესპანელი სპეციალისტი არ იყო მზად მისთვის შესაფერისი ადგილი მოენახა გუნდის შემადგენლობაში. ბრაზილიელით, იტალიური გუნდები – “ინტერი” და “მილანი” ინტერესდებიან.
შეგახსენებთ, რომ 22 წლის ფეხბურთელი, 2018 წელს, “ბორდოდან” “ბარსელონაში” 41 მილიონ ევროდ გადავიდა.




მოიყვანონ სანე და კიბატონო
გაუშვან და სანე მოიყვანონ