კატალონიის “ბარსელონასა” და ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მცველმა, დანიელ ალვესმა, ისაუბრა თავის კლუბზე, რომელთანაც კონტრაქტი 2015 წლამდე გაახანგრძლივა.
“ჩვენ ვალდებულები ვართ გავიმარჯვოთ “ვილიარეალის” წინააღმდეგ მატჩში, თუმცა ეს ერთობ რთულად დასაძლევი ბარიერი იქნება. გამარჯვება კი შოკისმომგვრელი, რადგანაც 5 ქულიანი ჰანდიკაპით წარსდგომა “ბერნაბეუზე” ბევრს ნიშნავს”. როგორც იცით, დანიმ კონტრაქტი გაახანგრძლივა “ბარსასთან”: “შეუძლებელია ოდესმე მადრიდში გადავიდე და მითუმეტეს ვითამაშო, ეს ძალიან დიდი უპატივცემულობა იქნება პირველ რიგში საკუთარი თავის, ხოლო შემდეგ “ბარსელონასი”.
ალვეშმა ასევე კომენტარი გააკეთა მოურინიოს სიტყვებზე, როდესაც განაცხადა, რომ არაფერი იქნებოდა, თუ რეალი სამივე ფრონტზე დამარცხდებოდა: “მე ნამდვილად არ ვიცი რა იმალება ამ სიტყვების უკან, მაგრამ ეს ჩემი საქმე არაა. ჩემთვის ვითამაშო “ლურჯ–ბროწეულისფერებში” და სეზონის ბოლოს დავრჩე უტიტულოდ, არის ძალიან დიდი იმედგაცრუება”. დაასრულა ბრაზილეილმა მარჯვენა მცველმა.
