ესპანეთის ჩემპიონატის 33-ე ტურში, “ბარსელონამ” “რეალ სოსიედადს” უმასპინძლა. მიუხედავად იმისა, რომ კატალონიელებს ტურნირის მოგება პრაქტიკულად ისედაც განაღდებული ჰქონდათ, ერნესტო ვალვერდემ საბრძოლო შემადგენლობა გამოიყენა.
პირველ ტაიმში საგოლე მომენტები თითქმის არ ყოფილა, მაგრამ 45-ე წუთზე კლემან ლანგლემ “ბარსას” მიერ ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ თავური დარტყმით გაიტანა. 62-ე წუთზე, ხუანმიმ ანგარიში გაათანაბრა, თუმცა მალევე ჟორდი ალბამ “ბლაუგრანა” ისევ წინ გაიყვანა. საბოლოო ანგარიში – 2-1.
“ბარსელონამ” 77 ქულა დააგროვა, მეორე ადგილზე მყოფ “ატლეტიკოს” კი 68 აქვს. მადრიდელებმა დღეს “ეიბარი” 1-0 დაამარცხეს.
მომდევნო შეხვედრა 23 აპრილს, “ალავესის” წინააღმდეგ გაიმართება.




ახალისეთ აწი სასტავი ლიგის ნახევარფინალამდე და იყავით 🤣🤣 5 მატჩი დარჩა ბარსას ყველა მაჩანჩალებთან, 2 მოგებით ინაღდებს ბარსა ჩემპიონობას, რეალურად 1 რომ მოიგონ ეგეც ეყოფათ, რადგან ატლეც არაა ყველას მომგები, ისე კი შეიძლება ბარსამ აწი სულ რომ ვერ მოიგოს მაინც გაჩემპიონდეს, მოკლედ ლა ლიგა შეიძლება ითქვას ოფიციალურად ჩვენია სულ ბარსა ბ რო ათამაშონ ეგენი მოიგებენ უეჭველი. მიხედონ აწი ლიგაას
ნაჯახები მესტალიაზე თამაშობენ არა? დიდი ალბათობით 3 ქულა ვერ უნდა აიღონ
ყველაზე ბანალური პროგნოზით კი ღამურებმა 2:0 უნდა დაამარცხონ
ალავესთან 3 ქულა უნდა აიღონ და ლევანტესთან 2 შემადგენლობით უნდა გავიდნენ. სილესენი – სემედო-ტოდიბო-მურილიო-ვაგე – ვიდალი-რობერტო-ალენია-პუჩი – მალკოლმი-ბოატენგი ეს შემადგენლობა და თუკი ფრე მორჩება, ქვეყანა არ დაიქცევა!
Tamashs ver vuyire da rogori tamashi iyo
ალავესთან მოვიგოთ უეჭველი, ლევანტესთან გადავახალისოთ და მივხედოთ ლიგას
ალავესთან და ლევანტესთან უნდა გადავახალისოთ კამანდა ნუ ალავესთან თუ არა ლევანტესთან ყველა ვარიანტში