“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ “მანჩესტერ იუნაიტედთან” მოგებული მატჩი (3:0) შეაჯამა.
“ეს ჩემპიონთა ლიგაა. აქ მარტივი მატჩები არაა. ჩვენ ვიცოდით, რომ პირველი მატჩის შედეგი არანაირ გარანტიას არ გვაძლევდა.
ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ. ნახევარფინალში დიდი ხანია არ ვყოფილვართ, მაგრამ, რეალურად, ფინალში გასვლა გვსურს. საკუთარ ძალებში დარწმუნებულები ვართ, მაგრამ ვიცით: ხუთმა წარუმატებელმა წუთმა, შესაძლოა, ტურნირიდან გავარდნისკენ მიგვიყვანოს.
მესი პრობლემების თავიდან არიდებაში ყოველთვის გვეხმარება. მაგრამ არ ვაპირებთ ბოდიშის მოხდას იმის გამო, რომ ჩვენ ლეო გვყავს. ეს ჩვენი ბედნიერებაა. მან დიდებული ფეხბურთი აჩვენა, მისმა გოლებმა თამაშის ბედი შეცვალა.
“იუვენტუსის” გავარდნა? არ ვიცი, კარგია თუ არა ეს ჩვენთვის, იმის გათვალისწინებით, თუ რას აკეთებს “აიაქსი”.
“ლივერპული” ნახევარფინალში გასვლისთვის ბრძოლაში ფავორიტია, მაგრამ ვნახოთ, რა იქნება.” – განაცხადა ვალვერდემ.



