“მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველმა, ხუან მატამ, “ბარსელონასთან” მოახლოვებულ დაპირისპირებაზე, თავის ყოველკვირეულ ბლოგში დაწერა.
“0:1 არ არის კარგი ანგარიში, მაგრამ ჩვენ “მანჩესტერ იუნაიტედი” ვართ და როცა ამ გუნდის მაისური გაცვია, ყველაფერი შესაძლებელია. მიმდინარე სეზონში, ამ სიტუაციაში რამდენჯერმე ვყოფილვართ.”
“სეზონის ამ ფაზაში ყველა მატჩი ძალიან მნიშვნელოვანია. ყოველთვის მოტივირებულები უნდა ვიყოთ.” – დაწერა ხუან მატამ საკუთარ ბლოგში.
შეგახსენებთ, რომ შეხვედრა “ბარსელონასა” და “მანჩესტერ იუნაიტედს” შორის, დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.




"მიმდინარე სეზონში, ამ სიტუაციაში რამდენჯერმე ვყოფილვართ."
კი ყოფილხართ ნამდვილად მარა არცერთ მაგ სიტუაციაში თქვენი მეტოქე ბარსა არ ყოფილა
ვეჭვობ რომ მაისური ვერ გიშველის ხუან
ყველაფერი შესაძლებელია, როცა მანიუს სპორტულები გაცვია სათადარიგოთა სკამზე და ყოველი შემთხვევისათვის, გასახურებლად ძუნძულისას
