“ბარსელონას” ფსიქოლოგმა, ინმა პუჩმა, კლუბის ლეგენდარული ნახევარმცველის, ანდრეს ინიესტას ფსიქოლოგიურ პრობლემებზე ისაუბრა.
“ანდრესს თავისი პრობლემის ზუსტად აღწერა სურდა, რათა ხალხს გაეგო მისი. დეპრესია მხოლოდ მათ არ აქვთ, ვისაც ბერი პრობლემა აქვს. ცხოვრებაში არის გარემოებები, რომლებიც მაშინ იჩენენ თავს, როცა ეს ყველაზე ნაკლებადაა მოსალოდნელი. პროფესიონალი ფსიქოლოგი კი, გეხმარება მათ დაძლევაში.” – ციტირებს კლუბის ფლიქოლოგის სიტყვებს Marca.
შეგახსენებთ, რომ გასული წლის ნოემბერში, ანდრეს ინიესტამ, ერთ-ერთ ინტერვიუში აღიარა, რომ მას დეპრესია 2009 წლიდან დაეწყო – “ეს ყველაფერი ტრებლის მოგების შემდეგ დაიწყო. “ჩელსის” წინააღმდეგ საოცარი გოლი გაგაქვს, იგებ ჩემპიონთა ლიგას, იგებ ყველა ტიტულს… და შემდეგ მოდის ზაფხული. თავს ძალიან ცუდად ვგრძნობდი. ფსიქოლოგს დავურეკე და ვუთხარი: “რამეს თუ არ მოვიმოქმედებთ, არ ვიცი რა მოხდება.” ჩემს თავს ვერ ვცნობდი.” – თქვა ინიესტამ დამძიმებული ხმით.
შეგახსენებთ, რომ 2009 წლის ზაფხულში, “ესპანიოლის” კაპიტანი და ინიესტას კარგი მეგობარი – დანი ხარკე გარდაიცვალა.

ინი უფრო კაცური კაცია ვიდრე უბრალოდ დიდი იგროკი. ვენაცვალე კ ა ც-ს .
უდიდესი პიროვნებაა ინიესტა უდიდესი <3
ლეგენდა საუკეთესო ნახ მცველუ გული მწყდება რომ ბარსას მაისურით ვერ გხედავ
აი პროსტა რანაირად უნდა გეყოს ადამიანს სიტყვები რომ ეს კაცი აღწერო. ყველაზე მნიშვნელოვან მომენტშიც რომ არ დაავიწყდა თავისი მეგობარი ❤️ იმ აღნიშვნის გამო ძეგლი უნდა დაუდგან ესპანიოლის ფანებმა მე თუ მკითხავთ 🙂