მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ერნესტო ვალვერდე – “ბარსელონას” პირველი მწვრთნელი, რომელმაც გუნდს “ოლდ ტრაფორდზე” მოაგებინა

ერნესტო ვალვერდე – “ბარსელონას” პირველი მწვრთნელი, რომელმაც გუნდს “ოლდ ტრაფორდზე” მოაგებინა

გუშინ, “ბარსელონამ” “მანჩესტერ იუნაიტედი” “ოლდ ტრაფოდრზე” დაამარცხა, რაც იმას ნიშნავს, რომ ერნესტო ვალვერდე გახდა კატალონიური კლუბის პირველი მწვრთნელი, რომელმაც ამის გაკეთება მოახერხა.

სულ, გუნდები ერთმანეთს 12-ჯერ შეხვდნენ (ოფიციალური მატჩები). 4-ჯერ “კამპ ნოუზე”, 5-ჯერ “ოლდ ტრაფორდზე”, 3-ჯერ ნეიტრალურ არენაზე.

“წითელი ეშმაკების” საშინაო მოედანზე, 5 ჩატარებული მატჩიდან “ბარსელონა” 2-ჯერ დამარცხადა და ამდენივეჯერ ფრე ითამაშა. გუშინ კი, პირველი გამარჯვება მოიპოვა (1:0).

1984 წელს, ლუის მენოტის “ბარსელონა” “ოლდ ტრაფორდზე” დამარცხდა, ანგარიშით 0:3. ლუი ვან გაალისა და იოჰან კრუიფის ორივე დაპირისპირება ფრედ დამთვარდა (1994 წელი – 2:2, 1998 წელი – 3:3). ამ მოედნიდან რაიკარდიც დამწუხრებული წამოვიდა (2008 წელი – 0:1).

ერნესტო ვალვერდეს ასევე შანსი აქვს გუნდი ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში გაიყვანოს, რაც 2014/2015 სეზონის შემდეგ არ მომხდარა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (4)

  • Pyiol16
    schedule 12 აპრ 2019, 02:17

    ბიჭებო მოდი რეალურად ვიფიქროთ ბარსა იმ თამაშს რასაც თამაშობდა ვეღარ ითამაშებს აღარ გვყავს ის ნახევარდაცვა დედას რო უწიოკებდა ბურთს არ ანახებდა გინდა არ გინდა სტილი შეიცვალა ვინცგინდა მოვიდეს ის არ დაბრუნდება იმიტომ რო აღარ გვყავს ის ნახევარ დაცვა რაგინდათ ამ კაცთან რომას შემდეგ აღარაფერი გაუჭედია ვის ათამაშებს ვის არა თავის საქმეა კი იგებს თამაშებს და შედეგს ახწევს აი დაასახელეთ ვინაა ბარსაზე მეტი შემტევი გუნდი ან გოლს ვინიტანს მეტს ან სანახაობა ვისი მოგწონთ? რო გადაეკიდეთ გვარდიოლას არაა ეგ კაცი ლიგის მწვრთნელი და დარწმუნებული ვარ ვერც მოიგებს თუ ისევ ბარსამ არ მოაგებინა და თუვინმეს გჯერათ კიდე გვარდიოლამ მოაგებინა ბარსას ლიგა ძალიან ცდებით პირიქით იყო ბარსამ მოაგებინა გვარდიოლას ლიგა და მესიმ და ალბათ ვალვერდესაც ბარსა და მესი მოაგებინებს წელს

  • M10 S9 D11
    schedule 12 აპრ 2019, 01:54

    ვალო სახის მიმიკა შეცვალე შე შობელძაღლო :დდდდდდდდდდ

  • მურმანი
    schedule 11 აპრ 2019, 23:55

    ციტატა: messi ❤❤❤❤
    ნეტა რას უყურებს ასეთი სახით?
    "დაასათაურეთ ფოტო" ასე უნდა ეწეროს😂😂


    მომენტი როცა ხვდები, საუკეთესო ხარ ამ სეზონში!!!!

  • vako
    schedule 11 აპრ 2019, 20:34

    მამენტ კარგი ტაქტიკოსია მართალია შემტევი არაა მაგრამ არ კიდია გამოდის ყველაფერი როგორც უნდა მოაგებინებს ყველაფერს და წავა მერე <3 არაა ცუდი მწვრთნელი <3 გვარდიოლას დაბრუნების მჯერა <3 ))