ესპანეთის ჩემპიონატის გასულ ტურში მომხდარი ინციდენტი 30 წლის ფეხბურთელს ძვირად დაუჯდა.
მოგეხსენებათ, “ბარსელონასთან” შეხვედრის 28-ე წუთზე მთავარმა არბიტრმა ხესუს ხილ მანსანომ დიეგო კოსტას პირდაპირ წითელი ბარათი უჩვენა მას შემდეგ, რაც “ატლეტიკოს” ფორვარდმა მას შეურაცხყოფა მიაყენა.
თუმცა, როგორც თავად კოსტამ თქვა, მსაჯმა მას არასწორად გაუგო და აპელაციის შეტანა დააანონსა, როდესაც დისკვალიფიკაცია უკვე ოფიციალურად გაფორმდებოდა.
თავდაპირველად მოსალოდნელი იყო, რომ დიეგო კოსტა 12-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისჯდებოდა, მაგრამ ვინაიდან მიმდინარე სეზონში მხოლოდ შვიდი ტურია დარჩენილი, იგი სწორედ ამ შვიდ მატჩს გამოტოვებს.
ქაჯო მეტის ღირსიც ხარ
:))) მოგიტ*&% კარიერა ))
და ვითომ საშემოდგომოდ რო გადაეტანათ რა გაფუჭდებოდა, 7-ს ეხლა გამოტოვებდა 5-ს ახალ სეზონში თუ არადა ვერ სწავლობენ ჭკუას ესეთი ვირები.
ესპანეთის ნაკრებიდან კაი ხანია გაგდებულია. თავისიანებთან კამათის გამო. თუმცა ოფიციალურად არ აცხადებენ.
ყველაზე ბინძური ტიპი ფუუ ამახინჯებენ ფეხბურთს ესეთები