workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
უილშირი: ”კაპელოს ”ბარსელონას” სტილის გადმოღება სურს”

უილშირი: ”კაპელოს ”ბარსელონას” სტილის გადმოღება სურს”

ინგლისის ნაკრების ნახევარმცველმა, ჯეკ უილშირმა განაცხადა, რომ ფეხბურთის დამაარსებელთა ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ფაბიო კაპელოს სურს, რომ თავისი გუნდის ფეხბურთელებს შთაუნერგოს ”ბარსელონას” სათამაშო ფილოსოფია, იტყობინება ”მარკა”.

უილშირის განცხადებით, კაპელო ამ მიმართულებისკენ გადაიხარა ინგლისელთა ბოლო შეხვედრაში, უელსის ნაკრების წინააღმდეგ. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული გუნდების შეხვედრა ევრო-2012-ის საკვალიფიკაციო მატჩების ფარგლებში გაიმართა.

”უელსის ნაკრების წინააღმდეგ თამაშამდე ჩვენ ვნახეთ ”ბარსელონას” თამაშის რამდენიმე ვიდეოჩანაწერი. უელსელებთან თამაშში კი ჩვენ შევეცადეთ გვემოქმედა მოკლე გადაცემებით და ისეთი პრესინგით, როგორსაც ”ბარსელონას” ფეხბურთელები მიმართავენ. ვფიქრობ, რომ ასეთ სათამაშო ასპექტში ჩვენ ბევრი რამ შეგვიძლია ვისწავლოთ კატალონიელებისგან.” – განაცხადა უილშირმა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში