სტატისტიკის მწარმოებელი კომპანია, Opta ძალიან საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.
კომპანიის ინფორმაციით, “ბარსელონას” კაპიტანი, ლიონელ მესი სტანდარტებს საუკეთესოდ ასრულებს. ბოლო 5 სეზონის განმავლობაში არგენტინელს საჯარიმო დარტყმებით 20 გოლი დაუგროვდა. მასთან ყველაზე “ახლოს” მირალემ პიანიჩია 11 გოლით. იხილეთ სტატისტიკა.
საინტერესოა, რომ 20-დან 12 გოლი ლეომ 2018 წლის 14 იანვრიდან გაიტანა. მესის მიმდინარე სეზონში 7 გოლი აქვს გატანილი საჯარიმო დარტყმით. კაპიტანი უკვე ზედიზედ მესამე მატჩია ასეთი დარტყმით მეტოქის კარს იღებს – “ბეტისთან”, “ესპანიოლთან” და “ვილიარეალთან”. ვნახოთ, შეძლებს თუ არა არგენტინელი დღეს იგივეს გაკეთებას “ატლეტიკოსთან”.
შეგახსენებთ, რომ ლიონელ მესის კარიერის განმავლობაში სულ 47 ჯარიმა აქვს გატანილი – 41 “ბარსელონას” მაისურით, ხოლო 6 არგენტინის ნაკრებში.
იხილეთ ყველა დროის სტატისტიკა





ვაა რატო მეგონა რო 51 ჯარიმა ქონდა გატანილი
დღესაც უნდა შეაგდოს ჯარიმა და მანცესტერთანაცა <3
მინიმუმ პელეს უნდა გადაუსწროს
არადა მეგონა რომ რონალდოს ასწრებდა ლეო
მესი, პელეს უნდა გაასწრო, მინიმუმ :დ <3
ჟუნინიოს უნდა დავეწიოთ ლეოო