workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
როსელი: “გვარდიოლას ესმის ჩვენი ეკონომიკური მდგომარეობა”

როსელი: “გვარდიოლას ესმის ჩვენი ეკონომიკური მდგომარეობა”

კატალონიის “ბარსელონას” პრეზიდენტმა, სანდრო როსელმა, ონლაინ რეჟიმში ინტერვიუ მისცა გავლენიან გამოცემა “სპორტს”, სადაც კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ კლუბის ფინანსური შესაძლებლობები ძალიან შეზღუდულია. პრეზიდენტმა ასევე მკაფიოდ გაუსვა ხაზი იმას, რომ არავითარ შემთხვევაში სესკ ფაბრეგასში 50 მილიონს არ გადაიხდის, მაგრამ თანახმაც, რომ იყოს ამის სახსრები კლუბს დღესდღეობით ნამდვილად არ აქვს.

 

“კლუბის ფინანსური მდგომარეობა ძალიან შეზღუდულია, ჩვენ ვერ მივცემთ საკუთარ თავს უფლებას, რომ გავჩარხოთ ძვირადღირებული ტრანსფერი. ეს ყველაფერი პეპ გვარდიოლასა და მის გუნდსაც შესანიშნავად ესმით, ამიტომაც არ გვიჭირს თანამშრომლობა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პეპი კატალონიელია. ჩვენი ამჟამინდელი ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, არაფრის გაკეთება არ შეიძლება, რათა კლუბმა არ დაიდოს ვალები”. განაცხადა სანდრო როსელმა “სპორტთან” ინტერვიუში.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში