25 წლის პორტუგალიელმა ფეხბურთელმა ლონდონელთა ყურადღება მიიპყრო.
მოგეხსენებათ, მიმდინარე სეზონის ბოლომდე ანდრე გომეში, რომელიც “ბარსელონას” საკუთრებაა, “ევერტონის” ღირსებას იცავს. მერსესაიდელებმა მისი არენდის წესით აყვანისთვის 2.5 მილიონი ევრო გადაიხადეს, თუმცა მისი გამოყისდვის უფლება არ აქვთ.
როგორც დღეს Daily Telegrah-ისგან ცნობილი ხდება, პორტუგალიელი ნახევარმცველის შეძენის სურვილი ლონდონის “ტოტენჰემის” ხელმძღვანელობას აქვს, რომელიც მზადაა, 35 მილიონი ევრო გადაიხადოს.
“ევერტონში” არენდის ვადის ამოწურვის შემდეგ გომეშის კატალონიაში დაბრუნება მოსალოდნელი არ არის, ლონდონელები კი კრისტიან ერიქსენის შესაძლო წასვლისთვის უკვე ემზადებიან.
შეგახსენებთ, ანდრე გომეში “ბარსას” რიგებს 2016 წელს “ვალენსიიდან” 55 მილიონ ევროდ შეუერთდა.



Kargia
ამაზე დიდ ფასად ამას ვერ ფავყიდით. აბა გომეზ ტოტენჰემისთვის მოემზადე
55? 35 არ გადაიხადეს? შეიძლება ბონუსებიანად მეტი გამოვიდა ფასი მარა 55 ად ნაღდაად არ გვიყიდია. 37 წერია ერთ წყარო დალშე ყველა 35 წერს. ასე რომ 55 ნამეტანია
ე ბიჯო არიქა გაატანეთ სანამ მაგ თანხას იხდიან