მადრიდული კლუბის პრეზიდენტმა ფრანგი ფეხბურთელის გარშემო მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა.
მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია “ბარსელონას” მხრიდან ანტუან გრიზმანის შეძენით დაინტერესების შესახებ. თუმცა, მადრიდის “ატლეტიკოს” პრეზიდენტმა, ენრიკე სერესომ, დღეს ეს სრულიად გამორიცხა:
“როგორც გახსოვთ, ადრე ვთქვი, რომ ანტუანი 1000%-ით “ატლეტიკოში” რჩება. ეს არ არის სიმართლე. სინამდვილეში, ის 2000%-ით რჩება ჩვენთან”.
“გრიზმანი “ბარსელონაში” მხოლოდ იმ შემთხვევაში წავა, თუ “ატლეტიკოში” ლიონელ მესი გადმოვა”, – განაცხადა სერესომ.
მადრიდელებთან არსებული მიმდინარე ხელშეკრულების თანახმად, 28 წლის თავდამსხმელის გამოსასყიდი თანხა ამ სეზონის ბოლოს 120 მილიონ ევრომდე შემცირდება.




ვაი შენს პატრონს )))
მაშინ გრიზმანი კი არა ატლეტიკოს სრული შემადგენლობა წავა
აუფ ცირკია რა ეს სერესო რა გაიღადავა 😀 მომსპარი ენა აქ 😀 სახუმაროდ თუ გაქვს საქმე 😀 სიმეონე არ წავიდეს მაგაზე იფიქრე თორე ისევ 10 ულის გუნდი გეყოლება. არადა გამოსასყიდი თუ მართლა 120 ხდება თავისუფლად შეგვიძლია ყიდვა ერთი ზარი უნდა ხუჭუჭასთან და მეორედ აღარ მიირთმევს. ეგრევე გადმოვა. პროსტა გრიზმანი უნდა იყოს გეგმა ც. იოვიჩი თუ რეალმა აგვართვა და ფელიქს არ მიაქციეს ისევ ყურადღება მერე შეიძლება ფიქრი. პროსტა ეს 120 ნამეტანია. ერთი 30-40 თითონ გადაიხადოს გრიზმანმა :D:D
კაი ახლა გაჩერდი :დდდდდ