მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ანდრეს ინიესტა ნანობს, რომ მეტი ჩემპიონთა ლიგის ტიტული არ აქვს

ანდრეს ინიესტა ნანობს, რომ მეტი ჩემპიონთა ლიგის ტიტული არ აქვს

“ბარსელონას” ლეგენდამ, ანდრეს ინიესტამ კატალონიურ კლუბში გატარებული დრო გაიხსენა. მისი თქმით ის ნანობს, რომ მეტი ჩემპიონთა ლიგის ტიტული ვერ მოიგო.

“გაბრაზებული არ ვარ. რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა, რომ მეტი ჩემპიონთა ლიგის ტიტული მომეგო. თუმცა, ვფიქრობ, რომ იმით უნდა ამაყობდე, რაც გაქვს. ამით ბედნიერი უნდა ვიყო. “რეალმა” ეს ტურნირი ზედიზედ სამჯერ მოიგო. ისინი ლა ლიგის ვერმოგებით, რომელსაც სხვა გუნდები იგებდნენ, ბედნიერები ვერ იქნებიან. მართალია, რომ “ბარსელონას” ბოლო წლებში ჰყავდა ისეთი შემადგენლობა, რომელსაც ჩემპიონთა ლიგაზე უკეთ თამაში შეეძლო.”

ინიესტამ მისი წასვლის მიზეზებზე ისაუბრა: “თავს ყოველთვის მნიშვნელოვან ფეხბურთელად ვთვლიდი. რატომ დავტოვე “ბარსელონა”? ვგრძნობდი, რომ კლუბს ყველაფერი მივეცი რისი მიცემაც შემეძლო. აქ ჩემი გული დავტოვე.”

მან “ბარსელონაში” დაბრუნების შეაძლებლობა განიხილა, რათა ახალგაზრდა ფეხბურთელებს დაეხმაროს: “ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, დავბრუნდებოდი, მაგრამ არ ვიცი რა მოხდება მომავალში.” – ციტირებს ანდრეს ინიესტას სიტყვებს Marca.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (6)

  • man of the century
    schedule 06 აპრ 2019, 13:27

    <3

  • messi and iniesta
    schedule 06 აპრ 2019, 10:34

    ჩემთვის და არა მარტო ჩემთვის მსოფლიოს საუკეთესო ნახ მცველი ხარ ანდრეს

  • Bola
    schedule 06 აპრ 2019, 00:56

    თუ ვინმეს ზედიზედ უნდა მოეგო ლიგები ეს ბარსელონა იყო. სამი ლიგა ისე ჟღერს გეგონება აზანზარებდა იმდროინდელი რეალი ყველასოო… არადა რეალურად ლა ლიგაში საშინლად თამაშობდნენ. ლიგაზეც მეორე ადგილებით გადიოდნენ და არც თამაშის ხარისხი ქონდათ კარგი და სანახაობრივი. მაგალითისთვის პეპის ბარსა იმ დროს დომინირებდა მთლიანად ფეხბურთზე და სრული საცოდაობააა ის ორი დაკარგული ლიგა. კლუბს სამჯერ კი არა 4 ჯერ უნდა მოეგო ზედიზედ ლიგა!!! ფაქტიაა არც ეხლა და დრო რომ გავა მერეც… არავინ დააყენებს იმ სამ წლიან რეალს პეპის ბარსელონას გვერდით… იმიტომ რომ ისინი არამარტო ყცელა ტიტულს იგებდნენ… არამედ საოცრად თამაშობდნენ. მესის ოქროს ბურთებზეც მეტყველებს ეს .. ლიგას სხვა იგებდა მაგრამ მესის ქონდა ოქროს ბურთი.

  • M10 S9 D11
    schedule 05 აპრ 2019, 23:52

    აბააა დონ 2010 და 2012 წელს როგორ ვერ მოვიგეთ ლიგა ფუ რაა

  • lesane C
    schedule 05 აპრ 2019, 21:19

    ციტატა: bergkamp
    მთლიანად საფეხბურთო სირცხვილია, ეს კაცი, ოქროს ბურთის გარეშე რომ დარჩა


    და მოდრიჩს რო "შეაღრძეს"

  • bergkamp
    schedule 05 აპრ 2019, 21:13

    მთლიანად საფეხბურთო სირცხვილია, ეს კაცი, ოქროს ბურთის გარეშე რომ დარჩა