ახალგაზრდა ნახევარმცველის შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით ინფორმაცია ვრცელდება.
ესპანური გამოცემა Sport-ის თანახმად, ამსტერდამის “აიაქსის” ხელმძღვანელობა კარლეს ალენიას ერთწლიანი არენდის წესით აყვანით დაინტერესდა.
როგორც იცით, მომავალ ზაფხულს “ბარსელონას” რიგებს ფრენკი დე იონგი შეუერთდება, რაც 21 წლის ესპანელის სათამაშო დროის შემცირებას აშკარა საფრთხეს უქმნის. შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ კატალონიელები მოლაპარაკებებს გამართავენ.
აღსანიშნავია, რომ “ბლაუგრანას” და “აიაქსს” ერთმანეთთან ძალიან დადებითი სატრანსფერო პოლიტიკა აკავშირებთ. დე იონგის გარდა, ასევე არის საუბარი ჰოლანდიიდან მატია დე ლიხტის ტრანსფერზეც.
შეგახსენებთ, კარლეს ალენიას მიმდინარე სეზონში ერნესტო ვალვერდე რეგულარულად ათამაშებს. დე იონგის გადმოსვლის მიუხედავად, კატალონიაში მისი დარჩენაც არ არის გამორიცხული.




რაკიტიჩი ვიდალიდან ორივე თუ დატოვეს კი უნდა გაუშვან იჯარით მაგრად დაიჩაგრება მარა პუჩი და ორიოლ ბუსკეციც გასაიჯარებელია და სამივეს ერთად წაიყვანს აიაქსი?
ძირითად თერთმეტეულში არა იხვის ტოლმა დე იონგს ამოაგდებს ეს თუ არტურს?
არადა ზუსტად მაგ აზზრზე ვარ, თუ ვიდალიც რჩება რაკიტიჩიც, პლიუს მაგათ არტური და დე იონგი ალენია მაგრად დაიჩაგრება და ცოდოა. არის ამ ბიჭში პოტენციალი. ჯერ შეიძლება არ ჩანს მარა სტაბილური სათამაშო დრო რო მისცე არავისზე ნაკლები არ იქნება. ამიტო დალპობა არ ივარგებს. გვარდიოლა ამისგან მაგარ ნახევარმცველს დააყენებდა. გავუშვათ იჯარით, სათამაშო დროის მიღება არ გაუჭირდება. კარგი ბიჭია და კონკურენციას დაძლევს ლა ლიგის ნებისმიერ გუნდში, აიაქსი კი საერთოდ საუკეთესო ვარიანტია.
ყველა აიაქსში ვერ წავა ზოგი სადმე რომელიმე ჰუნდში უნდა წავიდეს.მაგ სიას მივამატებ პერეზს,რუიზს ,მირანდას და ბარსა ბსრომელმე მეკარეს
Mase arsheidzleba aiaqsi baga bagi araa maqsimum 2-3 kaci waiyvanon
ალენიე არსად მიდის ის მომავალ წლიდან ბარსა მას ბევრად მეტ დროს მისცემს და 2021 წლისთვის ძირითად თერთმეტეულშიც ითამაშებს
ყველა აიაქსში ვერ წავა ზოგი სადმე რომელიმე ჰუნდში უნდა წავიდეს.მაგ სიას მივამატებ პერეზს,რუიზს ,მირანდას და ბარსა ბსრომელმე მეკარეს
ალენია ჩვენ გვჭირდება
ტოდიბო , ორიოლ ბუსკეცი , ალენია , რიკი პუჩი გაუშვან ნეტა აიაქსში იჯარით 2 ან 3 წლით , მაგრად მოიხოდებიან
ძალიან დიდი პატივს ვცემ აიაქსს მარტო იმის გამო რომ ასეთ მაგარ ფეხბურთს თამაშობს და თან თავის ტალანტებს არ ზღუდავენ და აძლევენ საშუალებას უფრო მაღალ დონეზე განვითარდნენ დიდ კლუბებში. არ მიკვირს ასეთი კარგი სატრანსფერო დამოკიდებულება რომ აქვთ ჩვენთან სხვაგან სად უნდა უნდოდეთ იმ ფეხბურთელების გაშვება რომლებშიც უდიდესი შრომა ჩადეს. 5 და 10 მილიონებს არ ეკიდებიან მარტო ფული არ არის ამ გუნდისთვის მნიშვნელოვანი იდეურადაა დიდი გუნდი და ეს ყველაფერზე მეტია ჩემი აზრით