“ბარსელონას” ოფიციალური საიტი იუწყება, რომ მიღწეულია შეთანხმება ხოსე მანუელ პინტოს კონტრაქტთან დაკავშირებით. ხვალ 12 საათსა და 30 წუთზე ანდალუსიელი კოლკიპერი ოფიციალურად მოაწერს ხელს და 2012 წლის 30 ივნისამდე “ბარსას” ღირსებას დაიცავს.
გვარიოლას რწმენა
პინტოს თავდაუზოგავმა შრომამ და ვარჯიშმა გამოიწვია ის, რომ გვარდიოლა სრულიად ენდობა და კლუბიც კონტრაქტს გაუხანგრძლივებს. ტრიპლეტის სეზონში ახალი მწვრთნელი მართლაც გააოცა, მან შესანიშნავად იასპარებზა “კოპა დელ რეის” ტურებში, კერძოდ კი: “ატლეტიკოსთან”, “ესპანიოლთან” და “მალიორკასთან”, ხოლო შემდეგ უკვე ფინალში “მესტალიაზე” “ბილბაოს” წინააღმდეგ, რომელიც “ბარსამ” მოიგო, ანგარიშით 4:1.
ნამდვილი გუნდის კაცი
ბრწყინვალე თამაშების გარდა, პინტო შესანიშნავად ურთიერთობს კლუბის თოთოეულ წევრთან და გუნდელებთან. მისთვის ყველაფერზე წინ გუნდია და ამას ყოველ ვარჯიშზე, თამაშზე ამტკიცებს. ვალდესი და პინტო კვლავინდებურად შეეცვლებიან ერთმანეთს გაჭირვებისა თუ სხვა მომენტების დროს 2012 წლამდე.
