იაპონიასა და ეგვიპტეში განახლდა “FCB Escola”–ს მუშაობა.
“ბარსელონას” საერთაშორისო სკოლების დირექტორმა, ხულიო ალბერტომ, განაცხადა, რომ აღდგენილია ეგვიპტეში მდებარე ორი საფეხბურთო სკოლის მუშაობა, რადგანაც ქვეყანაში სტაბილური სიტუაციაა: “მდგომარეობა სკოლებში ახლაც ისეთივეა, როგორ გადატრიალებამდე იყო. მოსწავლეები და მწვრთნელები ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას“. სკოლებში ალბერტომ გაგზავნა ხორდი გრატაკოსა და ივანა პინოლა: “ისინი თავიანთი საქმის პროფესიონალები არიან, ამიტომ საჭიროდ მივიჩნიე მათი გაგზავნა“.
სიტუაცია ფუკუოკაზე
როგორც მოგეხსენებათ, იაპონიაში მოხდა მიწისძვრა, რასაც მოჰყვა ცუნამიც. ამის გამო იაპონიაში მდებარე “ბარსელონას” სკოლებმა მუშაობა რამდენიმე დღით შეწყიტეს. დაბრუნდა მწვრთნელთა შტაბი, მოსწავლეები და კვლავინდებურად აღდგა მუშაობა. ახლო მომავალში, სკოლის მოსწავლენი ესტუმრებიან ბარსელონას ოფიციალურად, სადაც მოხდება რამდენიმე ფეხბურთელის შემოწმება და თუ თავს წარმოაჩენს დაიტოვებენ “ლა მასიაში”.
