”ბარსელონას” ახალგაზრდა მცველი, ანდრეუ ფონტასი პირველ გუნდში ერიკ აბიდალის შემცვლელად გამოიძახეს. ფონტასი, სულ მცირე, ფრანგი მცველის გამოჯანმრთელებმადე დარჩება ძირითადი გუნდის ფეხბურთელებთან, იტყობინება Sport.es.
შეგახსენებთ, რომ ერიკ აბიდალს ღვიძლის სიმსივნე დაუდგინეს და დაახლოებით ორი კვირის წინ ოპერაცია ჩაუტარეს.
რაც შეეხება ფონტასს, ბევრი მას ”ბლაუგრანას” მცველებს, კარლეს პუიოლსა და ხერარდ პიკეს ადარებს. ამასთან დაკავშირებით ფონტასმა კომენტარი გააკეთა: ”ვფიქრობ, რომ ბურთს კარგად ვფლობ და კარგად ვმოქმედებ დაცვიდან თავდასხმაში გადასვლისას. მაგრამ, მიმაჩნია, რომ ჩემი შედარება პიკესა და პუიოლთან არ არის მიზანშეწონილი, ვინაიდან მე მათ არ ვგავარ. ამ მომენტში ვცდილობ უფრო მეტი ვისწავლო ისეთი სპეციალისტისგან, როგორიც პეპ გვარდიოლაა.” – განაცხადა ანდრეუ ფონტასმა.