დღეს, 24 მარტს, ლეგენდარული ჰოლანდიელის, იოჰან კრუიფის გარდაცვალებიდან 3 წელი გავიდა.
მის გასახსენებლად, “ბარსელონამ” აკადემიის წევრებთან სპეციალური შეხვედრა გამართა. “ლა მასიას” ფეხბურთელები კრუიფის მეთოდოლოგიას, რომლებიც სწავლების რეჟიმში ისედაც დანერგილია, უკეთ გაეცნენ, ასევე რამდენიმე ვიდეო და გამოსვლა ნახეს.
ბავშვებს გილერმო ამორი, ჟორდი როურა და სავიერ ვილაჟოანა ესაუბრნენ.



ბარსელონას სულია კრუიფის იდეოლოგია <3
მისი ისტორია ყველა ლამასიელმა და ყველა ბარსას ფანმა უნდა იცოდეს