კატალონიის “ბარსელონას” პრეზიდენტმა, სანდრო როსელმა განაცხადა, რომ კლუბი არ შესთავაზებს სესკ ფაბრეგასში “არსენალს” იმაზე მეტ თანხას, რაც მანამდე შესთავაზა.
“ჩვენ საბოლოო გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ არავითარ შემთხვევაში არ გადავიხდით 50 მილიონს ფაბრეგასში, ზაფხულის ტრანსფერებზე. თუნდაც ეს გვარდიოლამ ითხოვოს, ჩვენ მაინც ვერ გადავიხდით ამხელა თანხას. ეს უბრალოდ შეუძლებელია. ფასები ყოველ წელს იცვლება ფეხბურთში და თუ წინა წელს ჩვენ 40 მილიონი შევთავაზეთ, მაშინ ახლა აღარ გავაუმჯობესებთ შეთავაზებას.”
“და მაინც, თუ მწვრთნელი დაჟინებით მოითხოვს სესკ ფაბრეგასის “არსენალიდან” წამოყვანას, მაშინ კვლავ დავუსხდებით მოლაპარაკების მაგიდას “მეთოფეებთან” ერთად. ჩვენ მათთან ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს”. განაცხადა როსელმა “სპორტთან” ინტერვიუში.
