“მანჩესტერ იუნაიტედი” ჩემპიონთა ლიგაზე “ბარსელონას” მიერ დაწესებული ფასებით უკმაყოფილოა.
ინგლისიდან ჩასული გულშემატკივრებისთვის, “კამპ ნოუზე” გასამართი მატჩის ბილეთი 118 ევრო, ანუ 102 ფუნტი ეღირება. “იუნაიტედმა” კი გადაწყვიტა, რომ ფანებს მხოლოდ 75 ფუნტი გადაახდევინოს, დანარჩენი კი კლუბმა დაფაროს. პოტენციური ფინანსური ზარალის გამოსარიცხად, ბილეთის ფასი კატალონიელებისთვის მანჩესტერში ჩვეულზე მეტი – 102 ფუნტი იქნება, რაც, რა თქმა უნდა, ასეთი მნიშვნელობის მქონე თამაშისთვისაც საკმაოდ ბევრია.
“მანჩესტერის” გულშემატკივრებს ესპანეთში გადაჭარბებულ ხარჯებთან უწევთ გამკლავება. ვალენსიას” და “სევილიასთან” შეხვედრების მსგავსად, კიდევ ერთხელ მივიღეთ რთული გადაწყვეტილება, რომ ესპანელი გულშემატკივრებისთვის გადასახადი იგივე გავხადოთ, რამდენის გადახდაც ჩვენს ფანებს მოუწევთ”. – ვკითხულობთ კლუბის განცხადებაში.
წყვილის პირველი მატჩი “ოლდ ტრაფორდზე” 10 აპრილს გაიმართება, საპასუხო შეხვედრა კი, ბარსელონაში – 16 აპრილს.




მჯერა რო გავალთ ვალვერდე თავისი ჭკუით აჯობებს სოლშერს 😁 მთავარია 1/4 გავცდეთ და მერე უკვე თავისით წავა 💙❤
მოინდომეს 2 ლარად კამპ ნოუზე შესვლა მასე სადაა ბიძია