მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჟორდი ალბა: ახლა ლა ლიგის ვერმოგება ძალიან სულელური იქნება

ჟორდი ალბა: ახლა ლა ლიგის ვერმოგება ძალიან სულელური იქნება

“ბარსელონას” მარცხენა მცველი, ჟორდი ალბა აცხადებს, რომ ლა ლიგაში ამხელა უპირატესობის გაშვება სულელური იქნება.

“ჩემი აზრით, ლა ლიგის ვერ მოგება ჩვენი მხრიდან ძალიან სულელური იქნება, იმ უპირატესობის გათვალისწინებით, რაც ახლა გვაქვს. თუმცა, ჯერ კიდევ ბევრი ქულა დარჩა გასათამაშებელი და ასე თამაში უნდა გავაგრძელოთ.”

ესპანელმა ასევე კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ისაუბრა: “კლუბს ჩემი დარჩენა სურდა და მეც ასე მოვიქეცი. ეს ჩემი ცხოვრების კლუბია. იმის მიუხედავად, რომ ეს გვიან მოხდა, ყველაფერმა იდეალურად ჩაიარა. ყველა ძალიან ბედნიერები ვართ.”

ჟორდი ალბამ ლუის ენრიკეზეც გააკეთა კომენტარი: “კონფლიქტი? ჩვენ “ბარსელონაშიც” და ნაკრებშიც ერთმანეთს კარგად ვეწყობით. მას თავისი აზრი გააჩნია ყველა ფეხბურთელზე. ჭორების მიუხედავად, ენრიკესთან პრობლემა არასდროს მქონია.” – ციტირებს ჟორდი ალბას სიტყვებს Marca.

შეგახსენებთ, რომ ლა ლიგის დასრულებამდე 10 ტური დარჩა და მის სათავეში “ბარსელონაა”, რომელიც უახლოეს მდევარს, “ატლეტიკოს” ამდენივე ქულით უსწრებს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (3)

  • neo222
    schedule 22 მარ 2019, 20:24

    რა დროის ლალიგაა ხორდიი smile

  • M10 S9 D11
    schedule 22 მარ 2019, 11:28

    კაი რა ხორდი ნაკერავზე რო გაირღვნენ ლა ლიგას მაინც ვერ წაგვართმევენ ამ სეზონში

  • professor1984
    schedule 22 მარ 2019, 10:10

    ლა ლიგა ჩვენია 100%