მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ერთადერთი გუნდი 85-დან, რომელიც ლიონელ მესიმ “ბარსელონასთან” ერთად ვერ დაამარცხა

ერთადერთი გუნდი 85-დან, რომელიც ლიონელ მესიმ “ბარსელონასთან” ერთად ვერ დაამარცხა

“ლიონთან” გამარჯვებით, “ბარსელონას” კაპიტანმა, ლიონელ მესიმ, 476 მოგება დააგროვა და კატალონიური გუნდის რეკორდსმენს, ჩავი ერნანდესს გაუთანაბრდა. 

არგენტინელმა “ბარსას” მაისურით ყველა ტურნირზე 85 გუნდის წინააღმდეგ ითამაშა და 84-ის დამარცხება მოახერხა. 

ერთადერთი გუნდი, რომელიც მესისთან ერთად “ბარსელონამ” ვერ დაამარცხა, არც მეტი, არც ნაკლები – კატალონიური “გრამენეტია”. გუნდი, რომლის სახელიც არაფერს გვეუბნება და რომელთან სტატისტიკის გამოსწორებაც პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან ის ესპანეთის მე-6 დივიზიონში გამოდის და უახლოესი წლების განმავლობაში “ბარსას” ვერსად გადაეყრება. 

მატჩი, რომელმაც ეს შედეგი გამოიწვია, 2004/05 წლების სეზონში, კოპა დელ რეიზე გაიმართა. “გრამენეტმა” მატჩი 1-0 მოიგო, მესი კი ძირითად შემადგენლობაში თამაშობდა. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (4)

  • Don_Andresito
    schedule 15 მარ 2019, 18:13

    ხოდა ამხანაგურში გამოვიწვიოთ 😀 ნუ ლეოს კარიერის მიწურულს შეიძლება მართლაც 😀 მაგათთან მოგებით რო გავაცილოთ. იმედია სხვა გუნდი არ დაგვემატება. ისე კი ისოტირაში შევა ეგ გუნდი მაგ შედეგით

  • M10 S9 D11
    schedule 15 მარ 2019, 14:25

    კაი რაა :დდდდდ რა სტატისტიკა გააფუჭა :დდდდდდ

  • m0nk
    schedule 15 მარ 2019, 14:23

    Rjikaards ra vutxari 17 wlis bavshvi ro atamasha tore xo 84ive gundtan eqneboda mogebuli )))

  • philipe coutinho
    schedule 15 მარ 2019, 14:15

    გრამენეტის იღბლიანი დედაც…რა სტატისტიკას აფუჭებს :/ :დ