მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ედუარდო გონსალესი: სუარესი თვითონ არღვევდა თამაშის წესებს

ედუარდო გონსალესი: სუარესი თვითონ არღვევდა თამაშის წესებს

გუშინწინ, ჩემპიონთა ლიგის ეგიდით “ბარსელონა” “ლიონს” დაუპირისპირდა. “კამპ ნოუზე” ფრანგები განადგურდნენ ანგარიშით, 5:1. პირველი გოლი ლიონელ მესიმ გაიტანა, რომელმაც ლუის სუარესის მოპოვებული პენალტი გამოიყენა. მატჩის მთავარი არბიტრის გადაწყვეტიებას არ დაეთანხმა მისი კოლეგა ედუარდო გონსალესი.

“ჩემთვის ეს პენალტი არ არის იმიტომ, რომ სუარესი იყო ის ფეხბურთელი, რომელიც წესებს არღვევდა. მან თვითონ დააბიჯა მცველს ფეხი.” – ციტირებს გონსალესის სიტყვებს AS.

შეხვედრის შემდეგ ლუის სუარესმა აღიარა, რომ მეტოქეს ფეხზე დააბიჯა “ვფიქრობ, მცველს ფეხზე დავაბიჯე და წონასწორობა დავკარგე, მაგრამ ეს განზრახ არ მიქნია.” – თქვა ურუგვაელმა მატჩის შემდეგ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (3)

  • achi del barça
    schedule 15 მარ 2019, 12:25

    მცველი ჩაუწვა წინ ფეხბურთელს და რომელი წესის მერე გახდა ვალდებული შემტევი რომ გადაახტეს ჩაწოლილ ფეხბურთელს? ბურთზე საერთოდ ვერ თამაშობდა ადამიანი :დ

  • M10 S9 D11
    schedule 15 მარ 2019, 12:05

    ლიონმა რო გოლი გაიტანა ლენგლეზე რო ჯარიმა იყო ეგ შენთვის არაა ჯარიმა ხო? სუფთა პენალტი იყო და მიყუჩდი ეხლა

  • GioLaca19
    schedule 15 მარ 2019, 12:01

    ტუსარის გოლის დროს ლენგლეზე ჯარიმა რო იყო რატო არავინ არიღებს ხმას იმაზე , ხელით იჭერდნენ როჟას თავზე დააჯდნენ და ვიდეო რეფერი იმას ამოწმებდა თამაშგარე ხოარ იყოვო