“ბარსელონას” ფრანგი ცენტრალური მცველი სამუელ უმტიტი საკუთარ ტრავმაზე საუბრობს.
“დისკომფორტს მსოფლიო ჩემპიონატის დროსაც ვგრძნობდი, მაგრამ გადავწყვიტე მომეთმინა. როდესაც ბარსელონაში დავბრუნდი, მკურნალობა დავიწყე. პროცესი იმაზე დიდხანს გაგრძელდა, ვიდრე მეგონა. ეს ადვილი ნამდვილად არ ყოფილა. არ ვიცოდი, როგორ მოვქცეულიყავი, მაგრამ ახლა ვფიქრობ, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე. ყველაზე მარტივი გამოსავალი ოპერაციის გაკეთება იყო, მაგრამ ასეთი გადაწყვეტილების მიღება ადვილი ნამდვილად არაა. მიუხედავად იმისა, რომ მენტალურად ძლიერი ადამიანი ვარ, იყო დრო, როცა ვფიქრობდი რომ, ყველაფერი თავზე მემხობოდა, მაგრამ ბოლოს ყველაფერი კარგად დამთავრდა. კლუბს ჩემს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით პრობლემა არ ჰქონია. ისინი ყოველთვის მხარში მედგნენ.” -განაცხადა სამუელ უმტიტიმ L’Equipe-თან ინტერვიუში.
შეგახსენებთ, რომ სამუელ უმტიტის მუხლთან დაკავშირებით პრობლემები ჰქონდა და ტრავმა ახლახანს მოიშუშა. სანამ ფრანგი დაზიანებას მიიღებდა, იგი “ბარსლონას” სასტარტო შემადგენლობის უცვლელი წევრი იყო.




მაგარი ხარ სამუელ… უფრო ძლიერი უნდა გახდე ტრავმის მერე
კიდე კაი მთელი სეზონი არ გაგიცდა შე ოხერო იმედია აღარ შეგაწუხებს ტრამვა
არ უნდა ეთამაშებინა იმ სირაქლემა დეშამს
მალე აღიდგინე ძალები , რო ისევ საუკეთესო მცველი გეძახო , ახალი კონკურენტები გამოუჩნდა ვან დეიკის და კულიბალის სახით და შემდეგი სეზონებიდან ორივეს უნდა აჯობოს
გვჭირდება უმტო, დე ლიხტთან ერთად კედელი უნდა ამოაშენო ბარსას დაცვაში ერთი 10 წელი. ოპერაცია გაიკეთე და სრულად გამოჯანმრთელდი თუნდაც 6-7 თვე დაგჭირდეს
ისე ზოგი ჭირი მარგებელიაო. ლანგლემ დიდი პპროგრესი განიცადა ამის ტრავმისას.
ყოჩაღ ამას თუ ტრავმით ითამაშა ესემაგრად ჯანმრთელი როიქნება რასიზამს ;დდ
გიჟია