“ბარსელონას” დამრიგებელმა, ერნესტო ვალვერდემ, “ლიონთან” მატჩის წინ, უსმან დემბელეს ტრავმის სირთულეზე ისაუბრა.
“დემბელეს დავაკვირდებით, გადაწყვეტილებას მხოლოდ ამის შემდეგ მივიღებთ. ეს მნიშვნელოვანი მატჩია, მაგრამ გარისკვა არ ღირს. თუ ის ბოლომდე მზად არ იქნება, არ ითამაშებს.” – განაცხადა ერნესტო ვალვერდემ.
დემბელეს არყოფნის შემთხვევაში, დიდი შანსია იმის, რომ სასტარტო შემადგენლობაში ფილიპე კოუტინიო ვიხილოთ, რომელიც ამ სეზონში თავის საუკეთესო თამაშს ვერ აჩვენებს. შეგახსენებთ, რომ შეხვედრა “ბარსელონასა” და “ლიონს” შორის დღეს, თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.




ჩვეულებრივად ივარჯიშა გუშინ დემბომ არაფერი დასაკვირვებეი არ სჭირს უნდა დააყენო ძIრითადში დემბოც და სემედუც
შენ პირს შაქარი მაგრამ ვინგერად?
კოუ ნახევარმცველად უნდა გამოდიოდეს და არა დემბელეს ნაცვლად ეს დედანაქაჩი. ვინგერის ალტერნატივა ნახევარ მცველი მხოლოდ ვალვერდეს ხელში თუ იქნება
რატო კოუ?? მალკომი რატო არა.
დღეს ლივერპული გავა პრემიერ ლიგა დათმო ფაქტიურად და მთელი ძალებით ლიგას მიაწვება
ლივერპულმა როგორ დათმო პრემიერლიგა… 1 ქულიანი სხვაობა არაფერს ნიშნავს… 8 ტურია დარჩენილი და ორივე გუნდი დაკარგავს ქულებს
დღეს ლივერპული გავა პრემიერ ლიგა დათმო ფაქტიურად და მთელი ძალებით ლიგას მიაწვება
აუ როგორ მინდა იუვენტუსს შევხვდეთ და გავაბარდღალოთ
დღეს თავი უნდა გადადოს კოუმ, რამე ქნას. მონდომება მაინც შეეტყოს, რო ვთქვათ, ცდილობსო. სასოწარკვეთილი ბავშვივით რო დადის მოედანზე.
კოუ აუცილებლად დასაყენებელია დღეს. ლიგაზე კარგად გამოვა ფილი აგერ ნახეთ