როგორც იცით, დანიელ ალვესმა საკმაოხნიანი მოლაპარაკებების შედეგად გრძელვადიანი კოტრაქტი გააფრომა “ბარსელონასთან”, ახლა კი კლუბის მესვეურები მიადგნენ ხოსე მანუელ პინტოს კოტრაქტსაც.
კოტრაქტის გახანგრძლივებით ორივე მხარე დაინტერესებულია, სამწვრთნელო შტაბიც და მეკარეც, მას სურს, რომ კიდევ 1 წლით დაუკავშიროს საკუთარი მომავალი “ბარსელონას”. ანდალუსიელ გოლკიპერს კონტრაქტის ვადა ამა წლის 30 ივნისს ეწურება და სავარაუდოდ 2012 წლის ივნისამდე გაახანგრძლივებს. მოთამაშის აგენტი, ჟუან მარაველი ამ კვირას შეხვდა “ბლაუგრანას” ხელმძღვანელობას და გამართეს მოლაპარაკებები პინტოსთან დაკავშირებით. რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით, პინტოს აგენტს იმიტომ სურს კონტრაქტი 2012 წლამდე, რომ 2013 წელს სხვა გეგმები აქვთ. პინტოს კი, რომელიც “ბარსელონაში” ძალიან ბედნიერია, ძალიან გაუხარდება 1 წლით გააგრძელოს მოღვაწეობა ამ კლუბში. მხარეები დღეს საბოლოო საუბარს გამართავენ კოტრაქტთან დაკავშირებით და სავარაუდოდ დღეს გადაწყდება ანდალუსიელის ბედი.
