აპრილში საფეხბურთო სამყარო დიდ სიამოვნებას მიიღებს ”ბარსელონასა” და ”რეალის” თამაშებით. აღნიშნული მატჩების მოლოდინში, ესპანური გამოცემა GQ-ს ჟურნალისტებმა ინტერვიუ ჩამოართვეს ლიონელ მესის და კრისტიანუ რონალდუს.
”ბარსელონას” გულშემატკივრებს ვთავაზობთ მესის ინტერვიუს.
– თქვენი აზრით, ვინ არის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი?
– მსოფლიოში ძალიან ბევრი შესანიშნავი ფეხბურთელია. ძნელია ცალკეულად რომელიმეს დასახელება. მე არაჩვეულებრივი თანაგუნდელები მყავს ”ბარსელონასა” და არგენტინის ნაკრებში, მაგრამ ალბათ მაინც ჩავის და ინიესტას გამოვარჩევდი.
– თქვენ გარშემორტყმული ხართ ახლობელი ადამიანებით. უნდა აღინიშნოს, რომ თქვენი მწვრთნელი ერთ-ერთი საუკეთესოა. რა არის გვარდიოლას საიდუმლო?
– გვარდიოლას არ აქვს საიდუმლო. ის არის სწორედ ისეთი, როგორსაც ხედავთ: გამარჯვებული, აფასებს ფეხბურთის ღირებულებებს. მას ყოველთვის საუკეთესო უნდა გუნდისთვის და ათამაშებს მას უმაღლეს დონეზე.
– რა მიზნები გაქვს სპორტში?
– მინდა, უფრო მეტი ვისწავლო და უფრო გავიზარდო, როგორც პიროვნება, ასევე ფეხბურთელი.
– მარადონა კვლავ რჩება თქვენს კუმირად?
– დიახ, რჩება და ყოველთვის დარჩება! ის ყველას კუმირია.
– რომელი მცველი ახერხებს ყველაზე კარგად თქვენს შეჩერებას? გამოარჩევდით რომელიმეს?
– ცალკეულად მათი გამორჩევა რთულია. თითოეული მათგანი მიქმნის სირთულეებს თამაშის დროს.
– თქვენი ისტორია ანდერსენის ზღაპარს ან ”ჰოლივუდურ” ფილმს ჰგავს – ბავშვი, რომელსაც არ შეუძლია ფეხბურთის თამაში და მოგვიანებით ის ამ სპორტის ვარკვლავი ხდება. როგორი იყო, როდესაც ფეხბურთის თამაშისთვის თქვენ ძალიან დაბალ ბავშვად მიგიჩნიეს?
– ძალიან სასაცილო იყო, იმიტომ რომ მე მართლა ძალიან მინდოდა ფეხბურთის თამაში. ეს ასევე მტკივნეულიც იყო, ვინაიდან მე ბევრი მსხვერპლის გაღება მომიხდა. არასდროს მივიჩნევდი, რომ სპორტი ჩემთვის მიუღწეველი იქნბოდა. ყოველთვის მჯეროდა, რომ ჩემს ოცნებას ავიხდენდი.
– მსოფლიოს ნომერ პირველი ფეხბურთელის გადასახედიდან, რა მოგწონთ და რა არ მოგწონთ ფეხბურთში?
– მე მომწონს კარგი ფეხბურთი, სავსე სტადიონები, მუდმივი კლასიკა. რაც ყველაზე მეტად მძულს არის ძალადობა, არაპროფესიონალიზმი, არასპორტული საქციელი.
