არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სერხიო ბატისტამ ისაუბრა, მისი გუნდის ვარსკვლავ ლეო მესიზე, იტყობინება Sport.es. ბატისტას სიტყვებზე დაყრდნობით, არგენტინის ნაკრების წარმატება ლეო მესის თამაშზეა დამოკიდებული:
” მე ყოველთვის აღტაცებული ვარ მესით. ის ნამდვილად მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია. ყველაფრის მიუხედავად მე არ მსურს, რომ ლეო გუნდს გადამრჩენად მოევლინოს. მინდა აღვნიშნო, რომ არგენტინის ნაკრების წარმატება ლეო მესის თამაშზეა დამოკიდებული. იგი მატჩის მთავარი მოქმედი პირი უნდა იყოს. ბოლო მატჩში, პორტუგალიის წინააღმდეგ მან ითამაშა იმ პოზიციაზე სადაც იგი თავს კომფორტულად გრძნობდა,” დაასრულა ბატისტამ.
ცნობისთვის არგენტინის ნაკრებს საკმაოდ კარგი შედეგები აქვს, მას შემდეგ რაც ბატისტა ჩაუდგა სათავეში.
