ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, “ბარსელონას” ცენტრალური მცველი, სამუელ უმტიტი ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდა.
ფრანგმა მცველმა ბოლოს 24 ნოემბერს, “ატლეტიკოს” წინააღმდეგ მატჩში ითამაშა, შემდეგ კი დაზიანება მიიღო. “სევილიასთან”, ის კლემან ლანგლეს ადგილს დაიკავებს, რომელსაც, კატალონიის რადიოს ინფორმაციით, ვირუსი აქვს და სათადარიგოთა სკამზე იქნება.
“ბარსას” ძირითადი შემადგენლობა ასეთია: ტერ შტეგენი, პიკე, უმტიტი, ალბა, ბუსკეტსი, რაკიტიჩი, ვიდალი, მესი, სუარესი, კოუტინიო.




მესი მაგრად მეცოდება ამათ ხელში. რა ფეხბურთს თამაშობენ, საერთთოდ ვერ უგებენ ერთმანეთს. დაცვა გვყავს საშინელება. რა უბედურებაა ასეთი მარტივი გოლების გაშვება. ასეთი დაცვით გვინდა ლიგის მოგება? მე მგონია ამ გუნდში ყველას წინ უნდა თამაში და მერე უკან ჩამოსვლას ვეღარ ასწრებენ. პასებშიც ვერ არიან მთლად ზუსტები და მაგიტომ ვეღარ ვიჭერთ ბურთს და კონტრაზე გვიყრიან გოლებს. დამაწყდა ნერვები, ესენი ვინები არიან.მეორე ტაიმის იმედი მაქვს. იმედია გამოასწორებენ სიტუაციას.
იმედია საბოლოოდ დაბრუნდა და მეტჯერ აღარ შეაწუხებს ტრამვა
აუუ ჩემი უმტიტი დაბრუნდაა. უჰუჰჰ დაცვა გამოსწორდება უფრო ალბათ აწეე.
10 კაცით გამოდის ბარსა?🤔