“ტოტენჰემის” მცველმა, დავინსონ სანჩესმა, პრესასთან ინტერვიუში განმარტა, თუ რატომ თქვა უარი “ბარსელონაში” გადასვლაზე და რატომ აირჩია “ტოტენჰემი”.
“ბარსელონას” სურდა, რომ მათთვის მეორე გუნდში მეთამაშა, იმ მომენტში კი “ატლეტიკო ნასიონალში” დარჩენა და ლიბერტადორესის თასის მოგება მსურდა, ამის შემდეგ კი აღარ მსურდა მეორე გუნდში თამაში.
ჩემს ძალებში დარწმუნებული ვიყავი და ვთვლიდი, რომ პირველ გუნდში თამაში შემეძლო. “აიაქსმა” სწორედ მსგავსი შესაძლებლობა წარმომიდგინა. ჩემს მიმართ ინტერესს მხოლოდ “ბარსელონა” არ იჩენდა, როდესაც 17 წლის ვიყავი, “სევილია” დამიკავშირდა, 18 წლის ასაკში “ვალენსია”, 19 – “ვილიარეალი”.
პოჩეტინომ მითხრა, რომ აუცილებლად მივიღებდი იმას რასაც ვიმსახურებდი. მან მითხრა, რომ ეს განსაკუთრებული ადგილია, განსაკუთრებული კლუბი და ისინი პროექტით შენდებიან. პოჩეტინოს კი სურდა, რომ პროექტის ნაწილი ვყოფილიყავი.” – განაცხადა, სანჩესმა.




კიდე კაი არ მოგიყვანეს დიდი გადამრიე მცველი არ ხარ