workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ვალდესი: “მე მივხვდი აბიდალის ფასს”

ვალდესი: “მე მივხვდი აბიდალის ფასს”

ვიქტორ ვალდესმა ჟურანილსტებს გაუზიარა ემოციები, რომლებიც დაეუფლა აბიდალის ავადმყოფობის გაგების შემდეგ.

 

“მე უბრალოდ ვიცოდი, რომ აბიდალს მცირე ტრავმა ჰქონდა მანამ, სანამ ტელევიზორში არ მოვისმინე ვრცელი ინფორმაცია. სამშაბათს, 15 მარტს სახლში მარტო ვიყავი და ვუყურებდი ჩემპიონთა ლიგის მატჩს (“ბაიერნი”–”ინტერი”) და როდესაც ინფორმაციაზე გადავრთე და შევიტყვე ერიკზე ძალიან დავმწუხრდი. იმ დროს არავისთვის მითქვამს ეს ინფორმაცია, რადგანაც სულიერად ძალიან დავმძიმდი და არ შემეძლო ამაზე საუბარი”. განაცხადა “ბარსას” კარის დარაჯმა “The Rail”–თან ინტერვიუში.

 

ვალდესმა გადაწყვიტა მაშინვე ერიკთან წასულიყო და გზად ჩავისაც შეეხმიანა: “როდესაც ჩავის დავურეკე, ის ძალიან დამძიმებული იყო, უბრალოდ აბიდალის ამბავი შოკისმომგვრელი იყო. ყველაზე კარგი სანახაობა კი ის იყო, რომ ერიკი მეორე დღეს გვეწვია “სიუდად ესპორტივაზე” და მოკლედ გვიამბო მის დაავადებაზე. იგი სულიერად ძალიან მაღალ დონეზე იყო”. აღსანიშნავია, რომ ჩავისა და ვალდესს ერთნაირი რეაქცია ჰქონდათ ამაზე. ვიქტორი გაოგნებული იყო: “იმის მაგივრად, რომ ჩვენ გაგვემხნევებინა აბიმ პირიქით გაგვამხნევა”. დაასრულა “ბარსელონას” პირველმა ნომერმა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში