workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბუსკეტსმა ესპანური მედია გააკრიტიკა

ბუსკეტსმა ესპანური მედია გააკრიტიკა

ესპანეთის ნაკრებისა და “ბლაუგრანას” ჩამშლელმა, სერხიო ბუსკეტსმა, გააკრიტიკა ესპანური მედიის წარმომადგენლები მათ დამოკიდებულებების გამო 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე. იტყობინება გავლენიანი ესპანური გამოცემა, “მარკა”.

 

ესპანელ ნახევარმცველს მხედველობაში ჰქონდა ჯგუფური ეტაპის პირველი შეხვედრა, სადაც “ფურია როხა” დამარცხდა შვეიცარიის ეროვნულ ნაკრებთან ანგარიშით 1:0. ბუსკეტსმა აღნიშნა, რომ პრესა ძალიან ცუდ ზეგავლენას ახდენდა ფეხბურთელებზე.

 

“თამაშის შემდეგ ესპანური მედიის კრიტიკის ობიექტი, გაურკვეველი მიზეზების გამო გავხდი მე. დიახ სწორედ მე, რადგანაც მათ იპოვეს ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელსაც იმ დროისთვის არ იცნობდნენ ფარტო მასშტაბებით, მათ ამით ისარგებლეს და დაიწყეს ჩემი გაკრიტიკება”. განაცხადა სერხიო ბუსკეტსმა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში