ლეგენდარულმა ესპანელმა მეკარემ, ხოსე ანხელ ირიბარმა, “ბარსელონას” კიპერ მარკ-ანდრე ტერ შტეგენზე ისაუბრა.
“სან მამესზე” ტერ შტეგენის თამაში შესანიშნავი იყო. მან რამდენიმე მნიშვნელოვანი სეივი შეასრულა, ერთი კი ფანტასტიკური იყო. ის მთელი თამაშის განმავლობაში გადაწყვეტილებებს სწორად იღებდა და პოზიცია კარგად ჰქონდა შერჩეული.
ტერ შტეგენი ძალიან თანამედროვე, ახლანდელი მოთხოვნების შესაფერისი მეკარეა. მას ხელბურთელის თვისებები აქვს და რთულ სიტუაციაში ძალიან ძლიერია. მარკი “ბარსელონას” ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მხარეა”. – განაცხადა ირიბარმა, რომელიც ბილბაოს “ატლეტიკის” ღირსებას 1962-80 წლებში იცავდა, ესპანეთის ნაკრებში კი 1964-76 წლებში თამაშობდა.

ბილბაოს
..და ესპანეთის ნაკრების wink
აუუ ამის თამაში (ხოსე ანხელ ირიბარი) სკოლაში რომ დავდიოდი მაშინ მახსოვს ესპანეთი რომ შეხვდა საბჭოთა კავშირს! :)))))))))) ერთი ეგ ვიცოდით მაშინ რომ ბასკი იყო :))))))))))) ამის შემდეგ ესპანეთის ნაკრების კარში ლუის არკონადა იდგა ისიც ბასკი :)))))))))
შტეგო მხეცია
ბილბაოს
Romeli gundis legendaa?