მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ვალვერდე: “შენელებული ვიყავით და რიტმი გვაკლდა”

ვალვერდე: “შენელებული ვიყავით და რიტმი გვაკლდა”

“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ “ბილბაოსთან” მატჩის შემდეგ თავისი გუნდის თამაში შეაფასა.

“ჩვენი მხრიდან ცოტა ნელი თამაში იყო, განსაკუთრებით პირველ ტაიმში. გუნდისგან უფრო მეტ რიტმს ველოდებით.

მეორე ტაიმში უკეთ ვითამაშეთ და ვუტევდით, თუმცა გოლის გატანა მაინც ვერ მოვახერხეთ, ისევე როგორც – მოგება.

მესი დარწმუნებულია, რომ კარგად გრძნობს თავს.

გადაღლილობა? თუ შენ თამაშს იგებ, გადაღლილობას ვერ ხედავ, თუ ვერ იგებ – წინააღმდეგობას აწყდები. რთული კვირა გვქონდა, თუმცა გადაღლილობით თავის გამართლებას არ ვაპირებთ.” – განაცხადა ვალვერდემ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (22)

  • Bakero
    schedule 12 თებ 2019, 00:06

    ვალვერდე ანუ ხის ღლე !

  • nika 54
    schedule 11 თებ 2019, 14:18

    მოკლედ გვარდიოლას წასვლის შემდეგ უკან უკან მიდის გუნდი, და ამას ვერავინ ვერ ხედავს.
    მე მგონი მოვიდა დრო, მითუმეტეს მესამე წელი მიდის სიტიში მისი მუშაობის და მეტს არც ჩერდება ხოლმე არსად. ამიტომ ბართომეუმ მოიჩლიქოს ენა, მოუბოდიშოს თუ რამე აკადრეს მოულოდნელად რო წავიდა თუ გაუშვეს გუნდიდან და თუგინდა დაუჩოქონ, სთხოვონ დაბრუნება, არავინ გაყიდონ და არც იყიდონ ყველაფერს პეპი გადაწყვეტს, ეგ რო პირველად მოვიდა ნახევარი გუნდი გაუშვა და სულ ახალგაზრდები დააწინაურა, არც ეხლა შეეშლება რამე მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელია და ვისაც ეტყვის ის უყიდონ და ვინც უნდა ის გაუშვას, ამის მეტი საშველი არ არის, მე ესპანეთიდან გამიგია იქაურები ამბობენ: ბარსამ რო მესი ვერ გამოიყენა ეს უდიდესი ტრაგედიააო, გყავდეს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი, იყო უმდიდრესი გუნდი და ნორმალური მწვრთნელის არყოლის გამო ასე უაზროდ დაამთავრებინო გუნდის ლეგენდას კარიერა საცოდაობაა, და ყველაფერი იმიტომ რო წესიერი მებრძოლი გუნდი ვერავინ შეკრა, მესი დაბერდა მაგრამ მისი სისწრაფე სულ არ გვინდა, მას უდიდესი ტალანტი აქვს როგორც პლეიმეკერს, როგორც გოლეადორს და მას პარტნიორები ვერ უწყობენ ფეხს, იმის მაგივრად რო გაიხსნან თავი შესთავაზონ პირდაღებულები უყურებენ და ისეთ პასებს უკეთებენ სამ-ოთხ კაცის გარემოცვაში როა. მოკლედ შორს რო არ წავიდეთ, უყურეთ პეპის სიტის გუშინ? ტირილი მოგინდება კაცს ძველი ბარსა მოგაგონდება, ბოლო გოლი ნახეთ რა კომბინაციით გაიტანეს და ამ დროს ჩვენზე უკეთესი არავინ ყავთ, აგუეროც კი მესის ხნის არის და ბომბარდირია.