ს.კ. “ბარსელონას” სპორტულმა დირექტორმა, ანდონი სუბისარეტამ აღფრთოვანება ვერ დამალა იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ “ბარსას” 2 ნომერი, დანიელ ალვესი, 2015 წლამდე “ლურჯ–ბროწეულისფერების” ღირსებას დაიცავს, იტყობინება გავლენიანი გამოცემა “მარკა”.
შეგახსენებთ, რომ საკმაოდ დიდ ხნიანი მოლაპარაკებების შემდეგ, ბრაზილიელმა ლეგიონერმა თანხმობა განაცხადა კოტრაქტის გახანგრძლივებაზე. ალვეში მიიღებს იმ ოდენობის ხელფასს, რასაც პიკე და პუიოლი იღებენ.
“დანეილ ალვეში საუკეთესოა თავის პოზიციაზე მთელს მსოფლიოში, მისნაირი არ არსებობს. ის ფლობს საოცარ ტექნიკას და აქტიურად ერთვება შეტევებში, თამაშს აძლევს საჭირო დინამიკას. მისი ყოველი მოქმედება გამოწვეული არაა ტაქტიკური ჩანაფიქრით, არამედ მისი მებრძოლი სულით. ალვეშის ყოფნა გუნდში ძალიან დიდი უპირატესობაა”. – განაცხადა “ბარსელონას” ექს–მეკარემ.
