workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
როსელი რაიკაარდს შეხვდა

როსელი რაიკაარდს შეხვდა

გუშინ საღამოს ”ბარსელონას” პრეზიდენტმა სტუმრად გუნდის ყოფილი მწვრთნელი, ფრენკ რაიკაარდი მიიღო. შეხვედრის დროს რაიკაარდმა განაცხადა, რომ აქტიურად ემზადება პორტუგალიური ”სპორტინგის” ხელმძღვანელობისთვის. გასული წლის ოქტომბრის თვეში ჰოლანდიელი სპეციალისტი ”გალათასარაის” მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ახლა კი, თუ პორტუგალიური კლუბის საპრეზიდენტო არჩევნებში დიასა ფერეირა გაიმარჯვებს, ლისაბონურ კლუბს რაიკაარდი ჩაუდგება სათავეში.

შეხვედრის დროს რაიკაარდმა დღევანდელ ”ბარსელონაზეც” ისაუბრა და თავისი აღფრთოვანება გამოხატა: ”პირველი გუნდი სანახაობრივ ფეხბურთს აჩვენებს. მე მინდა მივულოცო ყველას, როგორც ფეხბურთელებს, ასევე ტექნიკურ პერსონალსა და პეპის ასისტენტებს: სამუშაო, რომელსაც ისინი ასრულებენ, შესანიშნავია.”  რაიკაარდი თვლის, რომ ”ბარსას” შეუძლია ”ტრიპლეტის” მოგება, თუმცა მან გუნდს სიფრთხილისკენ მოუწოდა: ”თუ მსოფლიოში მოიძებნება ისეთი გუნდი, რომელიც ამას შეძლებს, ეს სწორედ პეპის გუნდია. მაგრამ, მათ ყოველ მატჩში მართებს ყურადღება… თუ მივიჩნევთ, რომ ამის გაკეთება მარტივია, მაშინ პრობლემები შეგვექმნება. მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი ეს ძალიან კარგად იცის თითოეულმა მათგანმა, დაწყებული მწვრთნელით, დამთავრებული უკანასკნელი ფეხბურთელით.”

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში