ლიონელ მესის დუბლის წყალობით “ბარსელონამ” “ვალენსიასთან” არსებული 2-ბურთიანი სხვაობა აღმოფხვრა და “კამპ ნოუზე” ქულა მოიპოვა. ლა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში ეს რიგით მე-7 შემთხვევაა, როცა კატალონიელებმა მატჩი გადაარჩინეს.
მსგავს შეხვედრათა კატეგორიას მიეკუთვნება “რეალ სოსიედადსა” (2:1) და “რაიო ვალიეკანოსთან” (3:2) დაპირისპირებები. კატალონიელების წინააღმდეგ თამაშისას უპირატესობა “ჟირონამ” (2:2), “ატლეტიკომ” (1:1), “ვალენსიამ” და (პირველი წრე, 1:1) “ბილბაომაც” (1:1) ვერ შეინარჩუნეს.
ამ სეზონში, ესპანეთის მოქმედმა ჩემპიონებმა მეტოქის 2-ბურთიანი უპირატესობა პირველად გააბათილეს. ბოლოს ეს 2016/17 წლებში, “ეიბართან” მატჩში მოხდა – 4:2.

მაქედან უმეტესობა დემბოს გადარჩენილია ჩემი ბიჭი როგორ გვაკლია <3