ესპანეთის პრიმერა დივიზიონის 22-ე ტურის მატჩში “ბარსელონას” კაპიტანმა, ლიონელ მესიმ “ვალენსიას” კარი აიღო. არგენტინელმა ფორვარდმა ლა ლიგის ზედიზედ მე-8 შეხვედრაში გამოიჩინა თავი.
კატალონიური გრანდის ლიდერმა დღევანდელ დაპირისპირებამდე “ესპანიოლს” (2), “ლევანტეს” (3), “სელტას”, “ხეტაფეს”, “ეიბარს”, “ლეგანესსა” და “ჟირონას” გაუტანა.
ამავდროულად, მესი ტოპ-5 ჩემპიონატში პირველი მოთამაშეა, რომელმაც 20-გოლიან ნიშნულს მიაღწია.

გეფიცებით ამ ბიჭს ასაკი არ ემატება (ნუ 31 წლისაა მაგრამ მაინც), ვგიჟდები ისეთი მონდომებული და მიზანდასახულია! ლეო ასეთ საოცარ ფორმაში იყავი სულ!

მიდი ლომო არ გაჩერდე ლიგაზე უნდა ყარო გოლები
ყველაზე გამტანი
იმედია მესი ტრამვას გადაურჩება. ვალიკო შენი და შენი როტაციების დე …ააა !