რამდენიმე წუთის წინ, კატალონიის “ბარსელონას” ოფიციალურმა საიტმა გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ გუნდის ბრაზილიელი მარჯვენა მცველი, დანიელ ალვესი ხვალ, ს/კ “ბარსელონასთან” კონტრაქტს გაახანგრძლივებს…
კატალონიის “ბარსელონას” ბრაზილიელი შემტევი მცველი ოთხშაბათს, ადგილობრივი დროით 19 საათზე ახალ კონტრაქტს გააფორმებს. ალვეშის კონტრაქტის გათვალისწინებით, ფეხბურთელი კატალონიის დედაქალაქში 2015 წლამდე დარჩება. შეგახსენებთ, რომ იგი “ბარსაში” 2008 წელს, ანდალუსიური “სევილიადან” გადმობარგდა.
