მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
10 წელი ლა ლიგაში გატანილი მე-5000 გოლიდან

10 წელი ლა ლიგაში გატანილი მე-5000 გოლიდან

პირველი თებერვალი “ბარსელონას” ისტორიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღეა. ვნახოთ, რა მოვლენები უკავშირდება აღნიშნულ თარიღს.

  • ზუსტად 10 წლის წინ, “რასინგთან” მატჩში, ცვლილებაზე შემოსულმა ლიონელ მესიმ დუბლი გაიფორმა და “ბარსელონას” გასვლით შეხვედრაში გამარჯვება მოუტანა (2:1). არგენტინელის მეორე გოლი კატალონიური კლუბისთვის შიდა ჩემპიონატში მე-5000 აღმოჩნდა.

  • ზუსტად 23 წლის წინ, სეგუნდა დივიზიონში მოთამაშე “ნუმანსიამ” სენსაციურად მიაღწია კოპა დელ რეის მეოთხედფინალამდე. “ბარსელონასთან” გამართული საშინაო მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა. მასპინძლებმა პირველივე წუთზე მოიპოვეს უპირატესობა, რომელიც მორენოს დუბლით გაბათილდა. საფინალო სასტვენამდე ცოტა ხნით ადრე, “წითლებმა” შეხვედრა გადაარჩინეს. “კამპ ნოუზე” გამართული საპასუხო მატჩი 3:1 დასრულდა “ლურჯ-ბროწეულისფერთა” გამარჯვებით.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (1)

  • M10 S9 D11
    schedule 01 თებ 2019, 12:07

    ვაა მაგარი გაგვჭირვებია ნუმანსიასთან