ერნესტო ვალვერდეს და ლიონელ მესის საჯარო მოწოდებების მიუხედავად, “ბარსელონას” გულშემატკივრების დიდი ნაწილი “სევილიასთან” თამაშზე დასასწრებად არ მივიდა. “კამპ ნოუზე” მხოლოდ 58 050 გულშემატკივარი იმყოფებოდა, ისინი კი, ვისაც თამაშის ცოცხლად ყურების საშუალება ჰქონდათ და ეს შანსი არ გამოიყენეს, გადაწყვეტილებას აუცილებლად ინანებენ.
აღსანიშნავია, რომ კოპა დელ რეის მატჩებზე დასასწრები ბილეთები ლა ლიგაზე უფრო იაფი ღირს.
“კამპ ნოუზე” მომდევნო მატჩს გუნდი 2 თებერვალს, ამჯერად ესპანეთის ჩემპიონატში, “ვალენსიას” წინააღმდეგ გამართავს.

nu shua kviraa da egecaa mara daswrebam mainc moiklo. tan xalxs egona daikideben tasso. mara daswrebam zogadad magrad moiklo
2008-დან კრიზისია და ძლივს ძლივობით ამოდიან…
ჩვენმა "კუპონა-გოცირიძემ" ესპანეთის მოქალაქეობა ხომ არ მიიღო ნეტა!!!
რაიყო კრიზისია მანდაც?
ეეეე სავსე რო ყოფილიყო სულ სხვა მუღამი ექნებოდა მარა ძაან ცუდი იმათთვის ვინ არ დაესწრო ასეთი სფექტაკლი რო გამოტოვეს