მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ტოდიბოს სურს, “ბარსაში” იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე გადავიდეს

ტოდიბოს სურს, “ბარსაში” იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე გადავიდეს

“ტულუზას” ცენტრალურმა მცველმა, ჟან-კლერ ტოდიბომ “ბარსელონაში”, მიმდინარე სტრანსფერო ფანჯრის დროს, გადასვლის სურვილი გამოთქვა, იტყობინება El Mundo Deportivo.

იანვრის დასაწყისში კატალონიელებმა ოფიციალურად დაადასტურეს, რომ 19 წლის ფეხბურთელი ზაფხულში, “ტულუზასთან” კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ “ბარსელონას” შეუერთდება. “ლურჯ-ბროწეულისფრები” იმედოვნებენ, რომ მცირე თანხის სანაცვლოდ ფეხბურთელს გამოისყიდიან და ზაფხულს აღარ დაელოდებიან.

საქმე იმაშია, რომ “ტულუზამ” ახალგაზრდა ფეხბურთეი პირველი გუნდიდან მოკვეთა და ის 19-წლამდე გუნდათან ერთად ვარჯიშობს.

“ბარსელოონას” არ სურს, რომ ტოდიბოს სათამაშო დროის პრობლემა შეექმნას და თავისი პროგრესი შეაჩეროს, ამიტომ, მზადაა ფეხბურთელი შეიძინოს. თავად ფეხბურთელსაც დიდი სურვილი აქვს, რომ “ტულუზა” იანვარშივე დატოვოს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (2)

  • M10 S9 D11
    schedule 31 იან 2019, 02:36

    ზედმეტია ეს ზედმეტი

  • Gnidius
    schedule 31 იან 2019, 00:09

    რათ უნდა ამდენი მცველი.რობერტო.სემედუ.პიკე.ლენგრე.უმტიტი.ვერმალენი.მურილო.რაამბავია რაარი