მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გვარდიოლამ ვალვერდეს კრიტიკას არ უპასუხა

გვარდიოლამ ვალვერდეს კრიტიკას არ უპასუხა

ინგლისური “მანჩესტერ სიტის” თავკაცმა, ჟოსეპ გვარდიოლამ, პრესასთან ინტერვიუში “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის, ერნესტო ვალვერდეს სიტყვებს გამოეხმაურა.

ვალვერდემ აღნიშნა, რომ გვარდიოლას არ ჰქონდა უფლება, პირადად ეწარმოებინა მოლაპარაკებები “აიაქსის” ნახევარმცველთან, ფრენკი დე იონგთან. იტყობინება, Fox Sports Asia. 

“კომენტარის გარეშე. ვალვერდე – ჩემი მეგობარია, ასე რომ ყველაფერი რიგზეა. დე იონგი “ბარსელონას” მოთამაშე გახდება, საკითხი გადაწყვეტილია. აღარ მსურს მისი განსჯა. თუმცა რაც მთავარია, მოლაპარაკებებში მონაწილეობა მე არ მიმიღია. მე მხოლოდ ჩემი აზრი გამოვთქვი და რაც შეგვეძლო ყველაფერი გავაკეთეთ. კლუბი შესანიშნავად მოქმედებს, ზოგჯერ ახალწვეულები მოდინა, ზოგჯერაც არა. არანაირი პრობლემა არ არის.” – განაცხადა, გვარდიოლამ. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (5)

  • nika 54
    schedule 29 იან 2019, 14:40

    ციტატა: barca`barca
    რა თქვა ვალომ?


    რა თქვა და პეპს დე იონგთან არ უნდა ეკონტაქტა-ო, იმიტომ რო ის სხვა გუნდის ფეხბურთელიაო, მე სხვა გუნდის ფეხბურთელებს არ ველაპარაკებიო.

  • Don_Andresito
    schedule 28 იან 2019, 23:45

    როგორ ბედავს ეს სახეჩაქუჩა ამაზრზენი კაცი გვარდიოლას გაკრიტიკებას. გვარდის ნასწავლით ინარჩუნებს ბარსა დონეს. ეს პიტალო რო თამაშებს იგებს და რეკორდებს ამყარებს ეგეც პეპის დამსახურებაა. კი აქვს გვარდის ხანდახან გამაღიზიანებელი კომები მარა ამის გასაკრიტიკებელი არაა და ხელმძღვანელობა რო ჩმორი არ იყოს წასცხებდა ამას თავში

  • M10 S9 D11
    schedule 28 იან 2019, 21:08

    ვალვერდეს გასაკრიტიკებელი რო გვარდიოლა გახდება მე იმ ფეხბურთის სუყველაფერი

  • barca`barca
    schedule 28 იან 2019, 20:54

    რა თქვა ვალომ?

  • Bola
    schedule 28 იან 2019, 20:43

    დაიკიდე პეპ რა იცის ამ ჩემისამ მოქცევა და ფეხბურთიი…. ვალოდია იმენა კალოში ხარ რა