“ბარსელონასა” და “ბენფიკას” შორის არსებული შეთანხმების მიხედვით, რაც ნელსონ სემედუს ტრანსფერის საბონუსო დეტალებს გულისხმობს, კატალონიელები ლისაბონელებს დამატებით 5 მილიონი ევროს გადაუხდიან, წერს El Mundo Deportivo.
საქმე იმაშია, რომ “ლურჯ-შინდისფერთა” შემადგენლობაში სემედუმ უკვე ჩაატარა 50 ისეთი მატჩი, სადაც მოედანზე მინიმუმ 45 წუთი დაყო. ამიტომ, ესპანეთის მოქმედ ჩემპიონებს პორტუგალიელებისთვის თანხის გადახდა მართებთ.
საერთო ჯამში, სემედუმ “ბარსელონას” რიგებში 59 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 3 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.


აუ რამდენი ხანი აწვალეს ტიპი რო 50 შეხვედრა არ ჰქონოდა
ძირითადის კაცია ნელსონ სემედო
ეხლა რო სასტარტოში დააყენოს ვალიკომ სულ ამ ბართომეუს ხო უნდა ამოუტრიალო ყველაფერი მაგ 5 მილიონის გამო თუ აწვალებინებდა ამდენს