პერსპექტიული ჰოლანდიელი ნახევარმცველის ტრანსფერში დარწმუნების მიზნით “ბარსელონამ” ფრენკი დე იონგს “პარიზ სენ-ჟერმენის” ფეხბურთელის, ნეიმარ და სილვას, შეტყობინებები აჩვენა, სადაც ნათლად მჟღავნდება ბრაზილიელი ფორვარდის “კამპ ნოუზე” დაბრუნების სურვილი, იტყობინება AS.
ნეიმარი საფრანგეთის ჩემპიონატში არსებული დაბალი კონკურენციით, პარიზის ამინდებითა და მეტოქეთა უხეში თამაშის სტილით უკმაყოფილოა. შეტყობინებათა წაკითხვის შემდეგ დე იონგმა “ბარსელონაში” გადასვლის გადაწყვეტილება მიიღო.
21 წლის ნახევარმცველის სანაცვლოდ “ბლაუგრანა” “აიაქსს” 75 მილიონ ევროს გადაუხდის (+11 საბონუსო სისტემით). ფრენკი გუნდს 2019 წლის 1-ლ ივნისს შეუერთდება.

ეუფ ხალიბა ამოუტრიალებს ახლა ნეიმარს ყველაფერს :დდდდდ
ხელაიფა გამოაგდებს ნეიმარს გუნდიდან უეჭველი
სანამ ხელაიფი არმოკლავს ნეიმარს მანამდე არ შეწყვეტენ ამ სტატიებს?
რაღაცაში მაინც გამოგვადგა ნეიმარი :დ