workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“უემბლიზე” ბილეთების ფასი არ შეიცვლება

“უემბლიზე” ბილეთების ფასი არ შეიცვლება

“უეფას” პრეზიდენტის, მიშელ პლატინის განცხადებით, ჩემპიონთა ლიგის ფინალზე დასასწრები ბილეთების ფასი არ შეიცვლება მიუხედავად უამრავი უკმაყოფილებისა, რომლებიც გამოითქვა ამ ფაქტთან დაკავშირებით. ყველაზე ძვირადღირებული ბილეთის ფასი შეადგენს 150 ევროს და პლიუს ამას 26 ევრო ადმინისტრაციული გადასახადი, რომელიც დაწესებულია “უემბლიზე”.

 

“მართალია ფასები ძალიან მაღალია, მაგრამ ჩვენი კომიტეტი არ აპირებს ცვლილებების შეტანას. ბილეთების გაყიდვა ძალიან დიდი ხანია დაიწყო, ეს არის ერთ–ერთი მიზეზი იმისა, რომ უარი ვთქვა ფასის შეცვლაზე, ეს არ იქნება მართებული. შემდეგ წელს ჩვენ ამ საკითხს უფრო აქტიურად განვიხილავთ და შეძლებისდაგვარად დავარეგულირებთ ფასების საკითხს” – განაცხადა “უეფას” პრეზიდენტმა, მიშელ პლატინიმ “L’Equipe” – თან ინტერვიუში.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში