კატალონიური ”ბარსელონას” და ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მარჯვენა მცველმა, დანი ალვესმა კონტრაქტის შესახებ განაცხადა, რომ მას არ მოსწონს კლუბის ხედვა ამ საკითხში.
”მე არ ვფიქრობ, რომ ”ბარსელონა” სერიუზულად არ მოეკიდა ჩემი კონტაქტის გახანგრძლივებას. თუკი ეს მართლაც ასეა მაშინ ისღა დამრჩენია ყველას დიდი მადლობა გადავუხადო აქ გატარებული შესანიშნავი წლებისთვის და გავემგზავრო ახალ კლუბში. რაც არ უნდა იყოს მსურს, რომ სწრაფად გავერკვე სიტუაციაში” – ალვეშის სიტყვებს ესპანური ”as” ციტირებს.
ამავე წყაროს ინფორმაციით ”ბარსელონას” ხელმძღვანელობა გეგმავს, რომ ფეხბურთელთან მოლაპარაკებები სანაკრებო მატჩების გამო გამოწვეული შესვენების დროს გამართოს.
შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელს კონტრაქტი კლუბთან 2012 წლის 30 ივნისს ეწურება.
