კატალონიის “ბარსელონას” გერმანელმა მეკარემ, მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა, პრესასთან ინტერვიუში უსმან დემბელეზე ისაუბრა, რომელიც კლუბმა ვარჯიშებზე დაგვიანების გამო ფინანსურად დასაჯა. იტყობინება, Bild.
“ვფიქრობ, კლუბმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო, დემბელეს დასჯით. უსმანი ჯერ კიდევ ახალგაზრდაა, ეს ისტორია მისთვის სამომავლოდ მხოლოდ გაკვეთილად დარჩება.
ის დიდი ტალანტია და ძალიან ეხმარება გუნდს. მე არ ვგრძნობ, რომ მასთან ურთიერთობა რთულია. დემბელე ზედმეტად სასიამოვნო პიროვნებაა, ის ძალიან ბევრს ისწავლის გამოცდილი მოთამაშეებისგან.” – განაცხადა, ტერ შტეგენმა.

კი ნამდვილად იმ სანქციის შემდეგ გამოსწორდა და მოვიდა ჭკუაზე.
ბარსაში კაპიტანს იმით ირჩევენ თუ რამდენი ხანია კლუბში, ერთი სტაჟის მქონეებზე უკვე კენჭისყრაა.
ისწავლა კიდეც ჭკუა რობერტო უნდა იყოს მე-4 კაპიტანი და ეს არა? მდაააა
ოხ როგორ მევასები და როგოე მინდა შენიყო კაპიტანი 😍😍😍😍😍😍
სწორია შტეგო